среда, 12 июня 2019 г.


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

პედაგოგი ნათია მამულაშვილი
                                                                                          

2017 წლის თებერვალ-მაისში ჩემს მიერ განხორციელდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. საკვლევ საკითხს წარმოადგენდა სწავლა-სწავლების პროცესში     ,,ეფექტური  უკუკავშირი-მოსწავლეთა შედეგები”.
უკუკავშირი შედეგიანია თუ ეფექტური კომუნიკაცია მყარდება გამცემსა და მიმღებს შორის. უკუკავშირი საჭიროა პირველ რიგში თვითრეფლექსიისთვის, რათა დარწმუნდეს მასწავლებელი რამდენად მარტივად და ბავშვებისთვის გასაგები ენით ახსნა ახალი მასალა რაც მიაწოდა გარკვეული ინფორმაციის სახით, ხოლო შემდეგ დაადგინოს თვითონ მიმღები-მოსწავლე რამდენად მზად იყო ამ ინფორმაციის მისაღებად.
 უკუკავშირი წარმატებული და ეფექტური რომ იყოს საჭიროა: 

- ინფორმაცია სწორად მივიდეს მიმღებამდე (მოსწავლემდე);
- ინფორმაცია კარგად იყოს აღქმული (მოსწავლის მიერ);- მოსწავლის მიერ წარმოებულ იქნას დაკვირვება და თვითშეფასება
- მასწავლებელმა უნდა დასვას რეფლესიის შემცველი შეკითხვები.თანამედროვე მასწავლებლის მთავარი გამოწვევაა მოსწავლის ცოდნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მისი დახმარებისთვისვე გამოყენება. მოსწავლეებს უნდა დავანახოთ სასწავლო მიზნები და მათი მიღწევის გზები, ამისთვის კი სასურველია კომენტარები მოსწავლის აზრებზე დაყრდნობით გავაკეთოთ. გაკვეთილზე მოსწავლის აქტიურობა ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამ წყაროზე დაყრდნობით უნდა მოვახდინოთ სწავლების ადაპტაცია  და განვსაზღვროთ-გამოვკვეთოთ მოსწავლის საჭიროებები. მოსწავლისკენ მიმართული მასტიმულირებელი უკუკავშირი სასწავლო შედეგზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
ჩემი კვლევის მიზანი მდგომარეობდა შემდეგში: დამედგინა  რამდენად ეფექტურია მასწავლებლის  მიერ გაცემული უკუკავშირი  საშუალო და სუსტი აკადემიურ მოსწრების მოსწავლეზე, რამდენად ითვალისწინებენ მასწავლებლის კომენტარებს მოსწავლეები,  რამდენად რჩებათ მათ გააზრებული ცოდნა და როგორ იცვლება მათი აკადემიური შედეგები.მიზნის მისაღწევად გამოვიყენე კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის უკუკავშირის მეთოდი. ეს მეთოდი შევარჩიე იმ მიზეზით, რომ მისი მიზანია თითოეული პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის განვითარება. ღიაობა და სიცხადე ურთიერთობას ხდის უფრო ტრანსფარენტულს და პატიოსანს, ადვილად განსახორციელებელი ინსტრუმენტია  და მისი გამოყენება საუკეთესო საშუალებაა როგორც საკუთარი ქცევის, ასევე  უკუკავშირის მიმღები პირის ან ჯგუფის წევრების ქცევების ადექვატურად აღსაქმელად.
ეფექტური უკუკავშირის გრაფიკულად წარმოსადგენად გამოვიყენე ჯოჰარის ფანჯარა, რომელიც შექმნეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა იოსებ ლუფტმა და ჰარი ინგმანმა.განვახორციელე თვისებრივი კვლევა შერჩეულ მოსწავლეებთან. კვლევისთვის შევარჩიე  ერთიდაიგივე პარალელური კლასების საშუალო და  დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, რომლისთვისაც შევარჩიე 6 მოსწავლე: 3- საშუალო აკადემიური მოსწრების და 3- დაბალი აკადემიური მოსწრების.ვაკვირდებოდი ჯოჰარის ფანჯრის კვადრატთა სიდიდეს თითოეული შერჩეული მოსწავლის შემთხვევაში (სულ 6 მოსწავლე).
ჩვენი ჰიპოთეზის მიხედვით კვლევის დასაწყისში უკუკავშირის მეთოდის გამოყენებამდე ჯოჰარის ფანჯრის A  და  B  სფეროები იქნებოდა დომინირებული ხოლო ჩვენი მეთოდის გამოყენების შედეგად ისინი უნდა შემცირებულიყვნენ და მათ ხარჯზე უნდა გაზარდილიყო  C  სფერო და გამოჩნდებოდა  D  სფეროს შესაძლებლობები.ინტერვენცია მდგომარეობდა შემდეგში:ჩატარდა ლაბორატორიული სამუშაო- მოსწავლეებმა განახორციელეს კვლევა სითბური მოვლენების კონკრეტულ საკითხებზე. სამუშაო განხორციელდა  4 ეტაპად.ეფექტური უკუკავშირის და განხორციელებული ინტერვენციის  შედეგად C  სფერო „ბრმა ლაქა“ და   D  სფეროს შესაძლებლობები გამოჩდა და გაფართოვდა. კერძოდ, C სფეროს გახსნას ხელი შეუწყო ასევე კვლევითი პროექტის ჯგუფურმა განხორციელებამ, აგრეთვე კვლევის ცალკეულ ეტაპზე მასწავლებლის მიერ მიზნობრივად დასმული შეკითხვებმა, გაკეთებულმა მითითებებმა და კონსულტაციებმა. სამუშაოს დასაწყისში მოსწავლეებმა არ იცოდნენ საკუთარი შესაძლებლობები, ქონდათ თუ არა კვლევის განხორციელების უნარი ფიზიკაში, რისი გამოვლენის საშუალებაც არ ეძლეოდათ  ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში. ეს ინფორმაცია დაფარული იყო მასწავლებლისთვისაც. სწორედ ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარების პროცესში  გარშემომყოფებისაგან (თანაკლასელებისა და მასწავლებლის) უკუკავშირის მიღების შედეგად გახდა შესაძლებელი შერჩეულ მოსწავლეებს (6 მოსწავლე) უკეთ შეეცნოთ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, რაც დადასტურდა კიდეც  სამუშაოს წერილობითი ფორმის განმსზაღვრელი შეფასებით (დაიწერა შესაბამისი ქულები, რაც ჩვეულებრივ სემესტრული ქულებისგან განხვავდებოდა იმით რომ იმაზე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე მანამდე იღებდნენ).
ამრიგად ჩემს მიერ გაკეთდა დასკვნა, რომ ეფექტური უკუკავშირის განსახორციელებლად მასწავლებელმა უნდა შეძლოს სასწავლო მასალებზე მუშაობის საშუალებებისა და მიდგომების გააზრება მოახდინოს მოსწავლემ და გაუკეთოს სტიმულაცია მოსწავლის აზრის ფორმირებას საგაკვეთილო პროცესზე.
ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეები  ჩავრთოთ შეფასებით ნაწილში, რადგან მოსწავლეების დაკვირვებებს და თვითშეფასებას სასწავლო გეგმების მოდიფიცირებისათვის ეფექტური უკუკავშირის წარმოების ფუნქცია კვლევის შედეგედ დადადსტურდა. როდესაც მოსწავლეები მსჯელობენ თავიანთ სწავლაზე და გამოყენებულ სტრატეგიებზე, მასწავლებელს შეუძლია მათი პასუხების შესწავლა და მათ მიხედვით სწავლების საჭიროებსამებრ მოდიფიცირება, რაც მე ამ კონკრეტული კვევის ფარგელებში გავაკეთე.  რაც ჩემმა კვლევამ თვალნათლივ დამანახა არის, ის რომ როდესაც მოსავლეებს ეძევათ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი აზრი თუ რა დაეხმარებოდათ სწავლაში განსაზღვრონ აქტივობები, რომლებიც ყველაზე ეფექტურია, ისინი სასწავლო პროცესში უფრო მოტივირებულები და ჩართულები ხდებიან.

Комментариев нет:

Отправить комментарий