понедельник, 1 июля 2019 г.

VII კლასი. #2.7. ნივთიერების სიმკვრივე. ვარჯიში ამოცანებზე

IX კლასი. #1.13. მოძრაობის ფარდობითობა

IX კლასი. #2.5. #2.6. თანაბარაჩქარებული მოძრაობა

IX კლასი. #2.10. ნიუტონის მესამე კანონი

IX კლასი. ლაბორატორიული სამუშაო

среда, 12 июня 2019 г.


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

პედაგოგი ნათია მამულაშვილი
                                                                                          

2017 წლის თებერვალ-მაისში ჩემს მიერ განხორციელდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. საკვლევ საკითხს წარმოადგენდა სწავლა-სწავლების პროცესში     ,,ეფექტური  უკუკავშირი-მოსწავლეთა შედეგები”.
უკუკავშირი შედეგიანია თუ ეფექტური კომუნიკაცია მყარდება გამცემსა და მიმღებს შორის. უკუკავშირი საჭიროა პირველ რიგში თვითრეფლექსიისთვის, რათა დარწმუნდეს მასწავლებელი რამდენად მარტივად და ბავშვებისთვის გასაგები ენით ახსნა ახალი მასალა რაც მიაწოდა გარკვეული ინფორმაციის სახით, ხოლო შემდეგ დაადგინოს თვითონ მიმღები-მოსწავლე რამდენად მზად იყო ამ ინფორმაციის მისაღებად.
 უკუკავშირი წარმატებული და ეფექტური რომ იყოს საჭიროა: 

- ინფორმაცია სწორად მივიდეს მიმღებამდე (მოსწავლემდე);
- ინფორმაცია კარგად იყოს აღქმული (მოსწავლის მიერ);- მოსწავლის მიერ წარმოებულ იქნას დაკვირვება და თვითშეფასება
- მასწავლებელმა უნდა დასვას რეფლესიის შემცველი შეკითხვები.თანამედროვე მასწავლებლის მთავარი გამოწვევაა მოსწავლის ცოდნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მისი დახმარებისთვისვე გამოყენება. მოსწავლეებს უნდა დავანახოთ სასწავლო მიზნები და მათი მიღწევის გზები, ამისთვის კი სასურველია კომენტარები მოსწავლის აზრებზე დაყრდნობით გავაკეთოთ. გაკვეთილზე მოსწავლის აქტიურობა ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამ წყაროზე დაყრდნობით უნდა მოვახდინოთ სწავლების ადაპტაცია  და განვსაზღვროთ-გამოვკვეთოთ მოსწავლის საჭიროებები. მოსწავლისკენ მიმართული მასტიმულირებელი უკუკავშირი სასწავლო შედეგზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
ჩემი კვლევის მიზანი მდგომარეობდა შემდეგში: დამედგინა  რამდენად ეფექტურია მასწავლებლის  მიერ გაცემული უკუკავშირი  საშუალო და სუსტი აკადემიურ მოსწრების მოსწავლეზე, რამდენად ითვალისწინებენ მასწავლებლის კომენტარებს მოსწავლეები,  რამდენად რჩებათ მათ გააზრებული ცოდნა და როგორ იცვლება მათი აკადემიური შედეგები.მიზნის მისაღწევად გამოვიყენე კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის უკუკავშირის მეთოდი. ეს მეთოდი შევარჩიე იმ მიზეზით, რომ მისი მიზანია თითოეული პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის განვითარება. ღიაობა და სიცხადე ურთიერთობას ხდის უფრო ტრანსფარენტულს და პატიოსანს, ადვილად განსახორციელებელი ინსტრუმენტია  და მისი გამოყენება საუკეთესო საშუალებაა როგორც საკუთარი ქცევის, ასევე  უკუკავშირის მიმღები პირის ან ჯგუფის წევრების ქცევების ადექვატურად აღსაქმელად.
ეფექტური უკუკავშირის გრაფიკულად წარმოსადგენად გამოვიყენე ჯოჰარის ფანჯარა, რომელიც შექმნეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა იოსებ ლუფტმა და ჰარი ინგმანმა.განვახორციელე თვისებრივი კვლევა შერჩეულ მოსწავლეებთან. კვლევისთვის შევარჩიე  ერთიდაიგივე პარალელური კლასების საშუალო და  დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, რომლისთვისაც შევარჩიე 6 მოსწავლე: 3- საშუალო აკადემიური მოსწრების და 3- დაბალი აკადემიური მოსწრების.ვაკვირდებოდი ჯოჰარის ფანჯრის კვადრატთა სიდიდეს თითოეული შერჩეული მოსწავლის შემთხვევაში (სულ 6 მოსწავლე).
ჩვენი ჰიპოთეზის მიხედვით კვლევის დასაწყისში უკუკავშირის მეთოდის გამოყენებამდე ჯოჰარის ფანჯრის A  და  B  სფეროები იქნებოდა დომინირებული ხოლო ჩვენი მეთოდის გამოყენების შედეგად ისინი უნდა შემცირებულიყვნენ და მათ ხარჯზე უნდა გაზარდილიყო  C  სფერო და გამოჩნდებოდა  D  სფეროს შესაძლებლობები.ინტერვენცია მდგომარეობდა შემდეგში:ჩატარდა ლაბორატორიული სამუშაო- მოსწავლეებმა განახორციელეს კვლევა სითბური მოვლენების კონკრეტულ საკითხებზე. სამუშაო განხორციელდა  4 ეტაპად.ეფექტური უკუკავშირის და განხორციელებული ინტერვენციის  შედეგად C  სფერო „ბრმა ლაქა“ და   D  სფეროს შესაძლებლობები გამოჩდა და გაფართოვდა. კერძოდ, C სფეროს გახსნას ხელი შეუწყო ასევე კვლევითი პროექტის ჯგუფურმა განხორციელებამ, აგრეთვე კვლევის ცალკეულ ეტაპზე მასწავლებლის მიერ მიზნობრივად დასმული შეკითხვებმა, გაკეთებულმა მითითებებმა და კონსულტაციებმა. სამუშაოს დასაწყისში მოსწავლეებმა არ იცოდნენ საკუთარი შესაძლებლობები, ქონდათ თუ არა კვლევის განხორციელების უნარი ფიზიკაში, რისი გამოვლენის საშუალებაც არ ეძლეოდათ  ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში. ეს ინფორმაცია დაფარული იყო მასწავლებლისთვისაც. სწორედ ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარების პროცესში  გარშემომყოფებისაგან (თანაკლასელებისა და მასწავლებლის) უკუკავშირის მიღების შედეგად გახდა შესაძლებელი შერჩეულ მოსწავლეებს (6 მოსწავლე) უკეთ შეეცნოთ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, რაც დადასტურდა კიდეც  სამუშაოს წერილობითი ფორმის განმსზაღვრელი შეფასებით (დაიწერა შესაბამისი ქულები, რაც ჩვეულებრივ სემესტრული ქულებისგან განხვავდებოდა იმით რომ იმაზე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე მანამდე იღებდნენ).
ამრიგად ჩემს მიერ გაკეთდა დასკვნა, რომ ეფექტური უკუკავშირის განსახორციელებლად მასწავლებელმა უნდა შეძლოს სასწავლო მასალებზე მუშაობის საშუალებებისა და მიდგომების გააზრება მოახდინოს მოსწავლემ და გაუკეთოს სტიმულაცია მოსწავლის აზრის ფორმირებას საგაკვეთილო პროცესზე.
ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეები  ჩავრთოთ შეფასებით ნაწილში, რადგან მოსწავლეების დაკვირვებებს და თვითშეფასებას სასწავლო გეგმების მოდიფიცირებისათვის ეფექტური უკუკავშირის წარმოების ფუნქცია კვლევის შედეგედ დადადსტურდა. როდესაც მოსწავლეები მსჯელობენ თავიანთ სწავლაზე და გამოყენებულ სტრატეგიებზე, მასწავლებელს შეუძლია მათი პასუხების შესწავლა და მათ მიხედვით სწავლების საჭიროებსამებრ მოდიფიცირება, რაც მე ამ კონკრეტული კვევის ფარგელებში გავაკეთე.  რაც ჩემმა კვლევამ თვალნათლივ დამანახა არის, ის რომ როდესაც მოსავლეებს ეძევათ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი აზრი თუ რა დაეხმარებოდათ სწავლაში განსაზღვრონ აქტივობები, რომლებიც ყველაზე ეფექტურია, ისინი სასწავლო პროცესში უფრო მოტივირებულები და ჩართულები ხდებიან.

четверг, 13 декабря 2018 г.


ეფექტური უკუკავშირი- მოსწავლეთა შედეგები


2017 წელი,  1 თებერვალი 31 მაისი

ანგარიში მომზადებულია ნათია მამულაშვილის მიერ

საკონტაქტო ინფორმაცია:  ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა;  ფიზიკის მასწავლებელი;  577388313

შინაარსი

·                     შესავალი ------------------------------------------------------------------------------------ 2
·                     კვლევის ძირითადი მიზნები და ამოცანები --------------------------------------------- 10
·                     მეთოდოლოგია ----------------------------------------------------------------------------10
·                     რაოდენობრივი მეთოდი ------------------------------------------------------------------11
·                     თვისობრივი მეთოდი ----------------------------------------------------------------------12
·                     ინტერვენცია და განხორციელებული ცვლილებები -------------------------------------12
·                     ინტერვენცია და მისი შეფასება ------------------------------------------------------------13
·                     კვლევის შედეგები  ------------------------------------------------------------------------14
·                     კვლევის დასკვნა და რეკომენდაციები-----------------------------------------------------19
·                     გამოყენებული ლიტერატურა -------------------------------------------------------------21







შესავალი
უკუკავშირი კომუნიკაციის ფლობის საშუალებაა. მისი საშუალებით ადამიანი იგებს როგორ აღიქვა, გაიგო და გაანალიზა ადრესატმა ინფორმაცია.  აღქმა არის პროცესი, რომლითაც ადამიანები აწესრიგებენ და ხსნიან თავიანთ გრძნობით შთაბეჭდილებებს, რათა თავიანთ გარემოს მნიშვნელობა მიანიჭონ.უკუკავშირი შედეგიანია თუ ეფექტური კომუნიკაცია მყარდება გამცემსა და მიმღებს შორის. უკუკავშირმა სტიმული უნდა მისცეს რეფლექსიას როგორც მისი გამცემისთვის ასევე მისი მიმღებისთვის. იგი არ არის  ინფორმაციის წყარო მხოლოდ მიმღებისთვის ანუ მოსწავლისათვის. იგი ინფორმატიულია ასევე ინფორმაციის გამცემისთვის ანუ მასწავლებლისთვის. უკუკავშირი საჭიროა პირველ რიგში თვითრეფლექსიისთვის, რათა დარწმუნდეს მასწავლებელი რამდენად მარტივად და ბავშვებისთვის გასაგები ენით ახსნა ახალი მასალა რაც მიაწოდა გარკვეული ინფორმაციის სახით, ხოლო შემდეგ დაადგინოს თვითონ მიმღები-მოსწავლე რამდენად მზად იყო ამ ინფორმაციის მისაღებად.
 - უკუკავშირი წარმატებული და ეფექტური რომ იყოს საჭიროა: 
- ინფორმაცია სწორად მივიდეს მიმღებამდე (მოსწავლემდე);
- ინფორმაცია კარგად იყოს აღქმული (მოსწავლის მიერ);
- მოსწავლის მიერ წარმოებულ იქნას დაკვირვება და თვითშეფასება;
- მასწავლებელმა უნდა დასვას რეფლესიის შემცველი შეკითხვები.

მოგეხსენებათ ინფორმაციის გადაცემის უამრავი გზა არსებობს და მასწავლებელმა საგაკვეთილო პერიოდის განმავლობაში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ინფორმაცია, რომლის გადაცემაც აქვს მას დაგეგმილი მოსწავლემდე სწორად მივიდეს. არ შეიქმნას კომუნიკაციის ბარიერი და არ დაექმუქროს საფრთხე ინფორმაციის სისუფთავეს.
რაც შეეხება აღქმას ის ინდივიდუალური პროცესია. ადამიანების ქცევა მათ მიერ რეალობის აღქმას უფრო ეყრდნობა, ვიდრე თავად რეალობას. სამყარო, რომელსაც აღვიქვამთ, არის ის სამყარო, რაც მნიშვნელოვანია ქცევის მხრივ (რობინსი და ჯაჯი, 2006).
აქ გასათვალისწინებელია მოსწავლის ასაკიც. მეცნიერთა აზრით (ერიკ ერიქსონი, ჯან პიაჟე, ზიგმუნდ ფროიდი, ანა ფროიდი, დიმიტრი უზნაძე და სხვ.) თითოეული  ასაკობრივი პერიოდი, ადამიანის განვითარების ყველა სფერო, ხასიათდება მკვეთრი ცვლილებებით ბავშვობისთვის და მოზარდობისათვის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით და ფსიქო-ემოციური, ინტელექტუალური, სულიერი და ზნეობრივი პროცესებით და შესაბამისი ქცევითი ცვლილებებით. 
7 – 12 წლის ასაკში დიდი ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება მოზარდში. იგი შინაგან სამყაროს აღმოაჩენს თავის თავში და გამიჯნავს: მე ვარ მე და გარესამყარო არის სხვა. მეტია დამოუკიდებლობის სურვილი იმ განცდით, რომ მას ოჯახი, გარემოცვა იცავს. მშობლები და მასწავლებლები ამ ასაკში  სანიმუშოები არიან ბავშვისთვის. ბავშვებს მკვეთრად გამოხატული სამართლიანობის გრძნობა აქვთ და სოლიდარობა უმცროსებისადმი; თავისუფალი თამაში უყვართ, როცა წესებს თვითონ ამკვიდრებენ. ამ თამაშის დროს არც ეჭვიანები არიან და არც პატივმოყვარენი. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სათავგადასავლო რამეებს აკეთებენ. მათთვის პირველყოფილი სივრცეები უფრო საინტერესოა, ვიდრე მყარი, კეთილშობილი, ფუფუნებითი ამბავი. ბავშვებს სურთ რეალური განცდები ჰქონდეთ. ამ  ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლონ შინაგანი გამოსახულებების გამოხატულება. ტელეგადაცემების ყურება, ვიდეოთამაშებში ჩაბმა და ფილმების ყურება გარე ხატებს იძლევა. შინაგანი ხატების გამომუშავება ხდება თამაშითა და  კითხვით. ეს გვეხმარება ბავშვის ფანტაზიის განვითარებაში, ასევე, წარმოსახვისა და აზროვნების განვითარებაში. მეცნიერულად დადსტურებულია, რომ 7-დან 12 წლამდე ბავშვს უვითარდება კოგნიტური უნარები და ყურადღება, რაც კითხვის, დასწავლის, დავალების შესრულების, მოსმენის, წაკითხულის გაგების, ახალი ინფორმაციის გაანალიზების საწინდარია.
პუბერტატის პერიოდში  – 12 – 18 წლის არასრულწლოვანებმა არ იციან, რა არის სწორი და რა არა. მათ სურთ დამოუკიდებლობა და საკუთარი ადგილის პოვნა. მათზე არგუმენტირება არ ჭრის, ისინი ყოველთვის მართლები არიან. ისინი სამყაროში ჭეშმარიტის ძიებაში არიან ისინი აკვირდებიან უფროსებს – რას აკეთებენ ისინი და რას ამბობენ. თუ შეგეშალა უფროსს, გპატიობენ, თუ ხედავენ, რომ გამოსავალს რეალურად ეძებ.
აღსანიშნავია, რომ პუბერტატის პერიოდის დასაწყისი (იწყება 10-12 წლიდან და გრძელდება 15-16 წლამდე) და დასასრული (იწყება 15-16 წლიდან და სრულდება 18 წლამდე; გამოყოფენ აგრეთვე გვიან პუბერტატულ პერიოდსაც, რომელიც შეიძლება 21 წლამდე გაგრძელდეს) ქმნის ერთიან ასაკობრივ პერიოდს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ  ეს ასაკობრივი პერიოდები თითოეულ ინდივიდში, სხვადასხვა პერიოდში და ხანგრძლივობით მიმდინარეობს (3-7 წელი) და ეს დამოკიდებულია ინდივიდის ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე და მეორე, ყველა შემთხვევაში პუბერტატის პერიოდში მნიშვნელოვანი განსხვავებებია შესამჩნევი, მის დასაწყისში და დასასრულს. 
სწორედ ამ ასაკობრივი ცვლილებების გათვალისწინება და მისი ინდივიდუალური გამოვლენის დაფიქსირება უწევს მასწავლებელს კლასში და გაკვეთილის ახსნა ანუ ინფორმაციის გადაცემა მუდმივად ცვალებადი პროცესია და არ შეიძლება ერთიდაიგივე მეთოდის გამოყენებით მუშაობა ყველა მოსწავლესთან.
გარდა ასაკისა აღქმელზე (ჩვენს შემთხვევაში მოსწავლეზე) გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები, როგორიცაა დამოკიდებულებები, მოტივები, ინტერესები, წარსული გამოცდილება, მოლოდინები, დროის მონაკვეთი, საკლასო გარემო, სოციალური გარემო, ხმა, გადასაცემი ზომა და ა.შ. რაც 3 დიდ კლასტერად ერთიანდება საბოლოო ჯამში. ესენია: აღმქმელის, სიტუაციური და სამიზნე ობიექტების ფაქტორები და გრაფიკულად შემდეგი სახით გამოიყურება.


სკინერის სწავლის თეორიის თანამიმდევრულობა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ბიჰევიორისტული თეორიის ნაკლი თავად ბიჰევიორისტების შემდეგმა თაობამაც აშკარად იგრძნო, რომ არაფერი ვთქვათ კოგნიტური და ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებზე. ქცევის ბიჰევიორისტული ახსნა უფრო არასრულია, ვიდრე არაზუსტი, აღნიშნავს კანადელი ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა, რომელმაც შემოგვთავაზა სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია. შეიძლება ითქვას, რომ ბანდურას თეორია წარმოადგენს ერთგვარ შემაერთებელ რგოლს ბიჰევიორიზმსა და კოგნიტურ მიდგომას შორის, რადგან ის არის ქცევის კოგნიტივისტური კონცეფცია. ბანდურას სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია მოიცავს ისეთ კოგნიტურ ფაქტორებს, როგორებიცაა: რწმენები, მოლოდინები, მოტივაცია, მე-კონცეფცია. მისთვის სწავლა შემეცნებითი სტრუქტურების კომპეტენციაა (მათი მეშვეობით ვსწავლობთ), თვითეფექტიანობა გაგებულია, როგორც ცნობიერი წარმოდგენა ან მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე, მოტივაციაც კოგნიტური პროცესების წყალობით წარმოიქმნება; კერძოდ, ადამიანის მოტივაციაში მთავარი ისაა, რომ მოქმედება უშუალო განმტკიცების გარეშეც ხორციელდება - ადამიანს შეუძლია მომავალი წარმატების ან წარუმატებლობის წინასწარმეტყველება და სათანადო ქცევის განხორციელება. ამ უნარის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ ქცევის შესაძლო შედეგები (სხვის მაგალითზე) და თავიდან აიცილონ არასასურველი შეცდომები. ბანდურას აზრით, ადამიანის ფუნქციონირებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გარეგანი ფაქტორები და არც მხოლოდ შინაგანი. ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორები, გარემო და ქცევები, მათი ურთიერთდამოკიდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსწავლეები უნდა ჩავრთოთ შეფასებით ნაწილში, რადგან მოსწავლეების დაკვირვებებს და თვითშეფასებას სასწავლო გეგმების მოდიფიცირებისათვის ეფექტური უკუკავშირის წარმოების ფუნქცია აქვს. როდესაც მოსწავლეები მსჯელობენ თავიანთ სწავლაზე და გამოყენებულ სტრატეგიებზე, მასწავლებელს შეუძლია მათი პასუხების შესწავლა და მათ მიხედვით სწავლების საჭიროებსამებრ მოდიფიცირება. როდესაც მოსავლეებს ეძევათ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან, თუ რა დაეხმარებოდათ სწავლაში და განსაზღვრონ აქტივობები, რომლებიც ყველაზე ეფექტურია, ისინი სასწავლო პროცესში უფრო მოტივირებულები და ჩართულები ხდებიან.

მოსწავლეები თავისით არ სწავლობენ მათი სწავლის შეფასებას; მათ სჭირდებათ დახარებ, რომ შეისავლონ თვითშეფასების სტრატეგიები, რომ გააცნობიერონ  რასაც სწავლობენ როგორ ისწავლეს და როგორ გამოიყენებენ ამ ცოდნას მომავალში მაგალითად მათი პასუხი კითხვაზე როგორ შეაფასებდით საკუთარ ჩართულობას გაკვეთილზე, მათი პასუხები იქნება დაახლოებით: მე კმაყოფილი ვარ გაკვეთილზე ჩემი მუშაობით, დღეს მიღებულ  ცოდნას მე გამოვიყენებ ყოვედღიურ ცხოვრებაში ; მე კარგად ვიმუშავე, მაგრამ უკეთესადაც შემიძლია, რადგან ცოდნა რაც დღეს მივიღე არაასრულყოფილია და შესაძლოა მისი გამოყენება ვერ შევძლო; –სამუშაო არ გამომივიდა, არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი, არ ვიცი მიღებული ცოდნა რაში გამომადეგება ან შევძლებ თუ არა მის გამოყენებას, არ ვარ დარწმუნებული რომ საკითხი გავიგე.


რეფლესიის შემცველი შეკითხვებია:  რა არის ეს? რისგან შედგება? როგორ არის  აგებული? რაში გვადგება? რაში გამოვიყენებთ მომავალში? – ასეთი კითხვები მოსწავლეს დაააფიქრებს იმაზე, რა გააკეთა, რას აკეთებს და რას გააკეთებს მომავალში; უკეთ დაეხმარება მიღებული შედეგების ფორმულირებასა და თავისი ქმედებების კორექტირებაში.
მასწავლებელმა უნდა შეძლოს სასწავლო მასალებზე მუშაობის საშუალებებისა და მიდგომების გააზრება მოახდინოს მოსწავლემ და გაუკეთოს სტიმულაცია მოსწავლის აზრის ფორმირებას საგაკვეთილო პროცესზე.  რისთვისაც, მასწავლებელი აუცილებლად უნდა სვამდეს შემდეგი სახის შეკითხვებს: რა გაიგეთ ახალი გაკვეთილიდან? რა ვერ გაიგეთ? რა გიშლიდათ ხელს ახალი მასალის გაგებაში? რა სახის ცოდნა მოგცათ გაკვეთილმა? რა იგრძენით მასალის ახსნისას? გაქვთ დამატებითი შეკითხვები? შეგიძლიათ დამოუკიდებლად დავალების მომზადება? არის თუ არა ახსნილი მასალა საინტერესო? რა გზით შეიძლება გამოიყენო გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მომავალ ცხოვრებაში?

ოპერანტული განპირობების თეორიის მიხედვით, ქცევა დამოკიდებულია ამ ქცევის შედეგებზე. ადამიანები სწავლობენ, მიიღონ ის, რაც უნდათ და თავი აარიდონ იმას, რაც არ უნდათ. ჰარვარდის ფსიქოლოგი ბ. ფ. სკინერი, რომელმაც ოპერანტული განპირობების თეორია შეიმუშავა, ამტკიცებდა, რომ კონკრეტული ქცევის სასიამოვნო შედეგების მიღება უფრო გაახშირებდა ამ ქცევას. მან აჩვენა, რომ ადამიანები უფრო კარგად მოიქცევიან, თუ მათ ასეთი ქცევისათვის წაახალისებენ. ჯილდო ყველაზე
ეფექტურია, თუ ის მყისიერად მოჰყვება სასურველ ქმედებას. ქმედება, რომელიც
არ ჯილდოვდება, ან ისჯება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმეორდეს.
ოპერანტული განპირობების კონცეფცია სკინერის ფართო კონცეფციის – ბიჰევიორიზმის _ ნაწილი იყო, რომლის თანახმადაც, ქცევა რამდენადმე გაუაზრებლად მოჰყვება
სტიმულს. რადიკალური ბიჰევიორიზმის სკინერისეული ფორმა უარყოფს, რომ გრძნობები, ფიქრები და გონების სხვა მდგომარეობანი ქცევის გამომწვევია. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანები სწავლობენ, ერთმანეთთან დააკავშირონ სტიმული და მასზე რეაგირება, მაგრამ ამ კავშირის გაცნობიერებული ცოდნა არ არის რელევანტური.
ადამიანს ასევე შეუძლია ისწავლოს სხვის ქცევაზე დაკვირვებით, ნათქვამითა და ასევე უშუალო გამოცდილებით. მოსაზრებას, რომ ჩვენ შეიძლება ვისწავლოთ როგორც დაკვირვებით, ისე უშუალო გამოცდილებით, ეწოდება სოციალური სწავლის თეორია.
თუმცა სოციალური სწავლის თეორია ოპერანტული განპირობების თეორიის ნაწილია, რომელიც ამტკიცებს, რომ ქცევა დამოკიდებულია შედეგებზე, ის ასევე აღიარებს დაკვირვებითი სწავლის არსებობასა და სწავლაში აღქმის მნიშვნელობას.
ადამიანები რაიმე ქმედებაზე რეაგირებენ იმის მიხედვით, როგორ აღიქვამენ და განსაზღვრავენ ისინი შედეგებს და არა ისე, როგორია ობიექტურად ეს შედეგები.
სოციალური სწავლის თვალსაზრისით ნიმუშების გავლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიმუშის პიროვნებაზე გავლენის განსაზღვრისათვის არსებობს ოთხი პროცესი:

1.                  ყურადღების მიქცევის პროცესები. ადამიანები სწავლობენ ნიმუშის მიხედვით, როცა ისინი აცნობიერებენ და ყურადღებას აქცევენ მნიშვნელოვან დეტალებს. ჩვენ ყველაზე მეტად იმ ნიმუშების გავლენას განვიცდით, რომლებიც მიმზიდველია, ადვილად მისაწვდომია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ან ჩვენი აზრით, ჩვენი მსგავსია.
2. დამახსოვრების პროცესები. ნიმუშის გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად იმახსოვრებს ადამიანი მის ქმედებას, მას შემდეგ რაც ნიმუში აღარ მოქმედებს.
3. კვლავწარმოქმნის პროცესები. მას შემდეგ რაც პიროვნება ნიმუშზე დაკვირვებით ახალ ქცევას დაინახავს, დაკვირვება უნდა გადაიქცეს ქმედებად. ეს პროცესი აჩვენებს, რომ პიროვნებას შეუძლია, განახორციელოს ნიმუშის მსგავსი ქცევა.
4. წახალისების პროცესები. ადამიანები მოდელირებულ ქცევას გამოავლენენ, თუ მათ დადებითი სტიმული ან ჯილდო წაახალისებს. დადებითად წახალისებულ ქცევას მეტ ყურადღებას უთმობენ, უკეთესად  შეისწავლიან და ხშირად იმეორებენ.

მნიშვნელოვანია მასწავლებელი თვითონ გაეცნოს წარმოდგენილ თეორიებს და მუდმივად ეძებდეს პასუხს შეკითხვაზე: როგორ სწავლობს ადამიანი? როგორც ზემოთ აღვწერეთ, ბიჰევიორისტული შეხედულების მიხედვით, ადამიანი სწავლობს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, საკუთარი ქცევის შედეგებით; სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით კი ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქცევის დასწავლისა და განხორციელებისათვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უშუალო, პირდაპირ განმტკიცებას, არამედ არაპირდაპირ განმტკიცებასაც, ანუ სხვისი ქცევის შედეგების გათვალისწინებით ქცევის დასწავლას, რაც დახარჯული ძალების და დროის დიდ ეკონომიას იძლევა. მოსწავლე შეიძლება ხედავდეს სხვების წახალისებას გარკვეული ქცევის გამო და ამან გაზარდოს მის მიერ ამ ქცევის განხორციელების ალბათობა. მაგ. თუ თქვენ შეაქებთ ორ მოსწავლეს მათ პრეზენტაციაში (ან მოხსენებაში) ლამაზი ილუსტრაციების ჩართვისათვის, იმ მოსწავლეაბმა, რომლებიც აკვირდებიან თქვენს შექებას, შეიძლება შემდეგ ჯერზე ილუსტრირებული პრეზენტაციები (ან მოხსენებები)  ჩაგაბარონ. ეს არის არაპირდაპირი განმტკიცება - სხვისი ქცევის შედეგების გათვალისწინებით დასწავლილი ქცევა.
ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას. სუფთა მიბაძვის დროს, მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ბაძავს. ასეთი ქცევები ახასიათებთ ცხოველებს, პატარა ბავშვებს და მასაც თავისი დადებითი ღირებულება აქვს განვითარებისთვის. დასწავლისთვის კი ისაა დამახასიათებელი, რომ სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. ბანდურას აზრით, სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფუძნებული. ოპერანტული განმტკიცებისა და არაპირდაპირი (სხვის ქცევაზე დაკვირვების გზით) განმტკიცების გარდა, არსებობს განმტკიცების კიდევ ერთი ფორმა - თვითგანმტკიცება, რომელიც გულისხმობს საკუთარი განმამტკიცებლების კონტროლს. ამ სახის განმტკიცება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლებისთვის. ჩვენ გვინდა ჩვენი მოსწავლეები უკეთესები იყვნენ არა იმიტომ, რომ გარკვეული ჯილდო მიიღონ, ან სხვისი წარმატება მათთვის სწავლის მოტივატორი გახდეს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მოსწავლეებმა დააფასონ თავიანთი კომპეტენტურობის ზრდა და ამით სიამოვნება მიიღონ. მასწავლებლისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია ეს მომენტი. თვითგანმტკიცება ხშირად მათთვის საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი იმპულსია.




კვლევის ძირითადი მიზნები და ამოცანები

უკუკავშირი მართავს სწავლა-სწავლების რთულ და ხანგრძლივ პროცესს. მასწავლებლის მართებული უკუკავშირი თითოეული მოსწავლის წინსვლის  საწინდარია. თანამედროვე მასწავლებლის მთავარი გამოწვევაა მოსწავლის ცოდნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მისი დახმარებისთვისვე გამოყენება.
მოსწავლეებს უნდა დავანახოთ სასწავლო მიზნები და მათი მიღწევის გზები, ამისთვის კი სასურველია კომენტარები მოსწავლის აზრებზე დაყრდნობით გავაკეთოთ.
გაკვეთილზე მოსწავლის აქტიურობა ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამ წყაროზე დაყრდნობით უნდა მოვახდინოთ სწავლების ადაპტაცია  და განვსაზღვროთ-გამოვკვეთოთ მოსწავლის საჭიროებები. მოსწავლისკენ მიმართული მასტიმულირებელი უკუკავშირი სასწავლო შედეგზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.
   
ჩვენი კვლევის მიზანია, დავადგინოთ  რამდენად ეფექტურია მასწავლებლის  მიერ გაცემული უკუკავშირი  საშუალო და სუსტი აკადემიურ მოსწრების მოსწავლეზე, რამდენად ითვალისწინებენ მასწავლებლის კომენტარებს მოსწავლეები,  რამდენად რჩებათ მათ გააზრებული ცოდნა და როგორ იცვლება მათი აკადემიური შედეგები.
         მეთოდოლოგია
უკუკავშირი ფართოდ გამოყენებადი მეთოდია კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში. მისი გამოყენება ქმნის მეტ ღიაობას და სიცხადეს ურთიერთობაში. მისი მიზანია თითოეული პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის განვითარება. ღიაობა და სიცხადე ურთიერთობას ხდის უფრო ტრანსფარენტულს და პატიოსანს. ასეთი ურთიერთობის ხელისშემშლელი ფაქტორები ადვილად მჟღავნდება და იქმნება  მისი ერთობლივად დაძლევის შესაძლებლობა. ამ მეთოდის გამოყენება ამცირებს უნდობლობის ხარისხს და მცდარად ინტერპრეტირებულ აღქმას.
      უკუკავშირი როგორც მეთოდი ადვილად განსახორციელებელი ინსტრუმენტია  და მისი გამოყენება საუკეთესო საშუალებაა როგორც საკუთარი ქცევის, ასევე  უკუკავშირის მიმღები პირის ან ჯგუფის წევრების ქცევების ადექვატურად აღსაქმელად.
ეფექტური უკუკავშირის გრაფიკულად წარმოსადგენად გამოიყენება ჯოჰარის ფანჯარა, რომელიც შექმნეს ამერიკელმა ფსიქოლოგებმა იოსებ ლუფტმა და ჰარი ინგმანმა. (იხ. ლობჟანიძე სოფიკო  ,,უკუკავშირი,,   8 ივნისი, 2012 წელი; ინტერნეტჟურნალი mastsavlebeli.ge). იგი გამოუყურება შემდეგნაირად:

A  სფერო
საჯარო სივრცე
C  სფერო
,,ბრმა ლაქა,,
B  სფერო
პირადი სივრცე
D  სფერო
გაუცნობიერებელი

    ამრიგად იოსებ ლუფტისა და ჰარი ინგმანის მიერ შედგენილი ჯოჰარის ფანჯარა საშუალებას გვაძლევს კლასი ან ცალკეული მოსწავლე ადექვატურად შევაფასოთ. სწორედ, ამიტომ ჩემი კვლევის მეთოდოლოგიად ავირჩიე თვისობრივი მეთოდი, დაკვირვება და გამოვიყენე ჯოჰარის ფანჯარა კლასში მოსწავლეების შესაფასებლად.
     უკუკავშირის მეთოდი:  გრაფიკული ჩანაწერის გასაკეთებლად გავეცანი თითოეული მოსწავლის ქცევას (C სფერო), რომელიც საჯაროა გარშემომყოფებისთვის-როგორც ჩემთვის ასევე ასევე კლასის სხვა მოსწავლეებისთვის და ვეცადე  შემეღწია B სფეროში, რომელიც უფრო პირადია და მოსწავლეები მიდრეკილები არიან ამ სფეროს დამალვისაკენ. შესაბამისად მის გასახსნელად მეტი ძალისხმევა დამჭირდა. როგორც ფსიქოლოგიური მოსამზადებელი სამუშოების მხრივ, მაგალითად ვუსავმდი შეკითხვებს რა იყო მათი ინეტრესების სფერო და როგორ ჩაერთვებოდნენ ისინი კვლევით -ლაბორატორიულ სამუშაოში და  ამ მიზნით ჯერ საფუძველი მოვამზადე  C სფეროს გასახსნელად, რომელიც უფრო დაფარულია თვითონ მოსწავლისთვის, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავდაცვით და გაუცნობიერებელ ქცევასთან. სწორედ ამ სფეროში ვერ აკონტროლებს მოსწავლე საკუთარ ქცევებს, ვერ აღიქვამს ინფორმაციას და მის მიმართ უკუკავშირის ტექნიკის გამოყენება დიდი დახმარება იყო. უკუკაშირი ჩემი მხრიდან იყო პოზტიური სახის, ვინაიდან ჩემი დაკვირვების ობიექტები  გაძლიერებული მათემატიკის სკოლის მოსწავლეები არიან, აქცენტი გავაკეთე მათ შესაძლებლობებზე, რაც მოიცავს ასევე ანალიტიკური აზროვნების უნარს. ამან მოგვცა საფუძველი მოსწავლის სრული გახსნისთვის, მისი პიროვნული შესაძლებლობების აღმოჩენისთვის, რომელიც განეკუთვნება D სფერო. კერძოდ, მოსწავლეებს გაუჩდათ დიდი ინტერსეი ფიზიკის სფეროში ჩაეტარებინათ კვლევა რომ მერე მათემატიკური გათვლები გააკეთებენ ჩატარებული პროექტის.  
რაოდენობრი კვლევის მეთოდი:
 6 მოსწავლე რაოდენობრივი მეთოდით შეირჩა  თვისებრივი კვლევის განსახორციელებლად. კერძოდ,  84,  86 და  88კლასებიდან შევარჩიე ორ-ორი მოსწავლე თითო კლასიდან მიმდინარე აკადემიური მოსწრების მიხედვით, სემესტრული შეფასების მიხედვით, აგრეთვე სასკოლო ქვიზების შედეგების მიხედვით.  აღნიშნული 3 კლასის (84,  86 და  88) მოსწავლეების ქულები რანჟირების შედეგად შევარჩიეთ აკადემიური მოსწრების მიხედვით  საშუალო და სუსტი მოსწავლეები, რომელთა აკადემიურ შედეგებზე დაკვირვება მოვახდენდით თვისობრივი კვლევის მეთოდის, კერძოდ კი ჯოჰარის ფანჯრის კვადრატთა სიდიდის მიხედვით.
კვლევის თვისებრივი მეთოდი: ვაკვირდებოდი  ჯოჰარის ფანჯრის კვადრატთა სიდიდეს თითოეული შერჩეული მოსწავლის შემთხვევაში (სულ 6 მოსწავლე).
ჩვენი ჰიპოთეზის მიხედვით კვლევის დასაწყისში უკუკავშირის მეთოდის გამოყენებამდე ჯოჰარის ფანჯრის A  და  B  სფეროები იქნებოდა დომინირებული ხოლო ჩვენი მეთოდის გამოყენების შედეგად ისინი უნდა შემცირებულიყვნენ და მათ ხარჯზე უნდა გაზარდილიყო  C  სფერო და გამოჩნდებოდა  D  სფეროს შესაძლებლობები.
ინტერვენცია და განხორციელებული ცვლილებები
გადავწყვიტეთ ჩვენს მიერ განხორცილებულიყო შემდეგი ტიპის ინერვენცია:
შევთავაზეთ მოსწავლეებს ჩაეტარებინათ კვლევა შემდეგ ფიზიკურ მოვლენებზე:
-                     „სხეულის მიერ გაცემული სითბოს რაოდენობის დამოკიდებულების შესწავლა ტემპერატურის ცვლილებაზე“;
-                      „სითბოცვლის პროცესში გაცემული სითბოს რაოდენობის მასაზე დამოკიდებულების შესწავლა“
-                     „წყლის კუთრი სითბოტევადობის განსაზღვრა“
მოსწავლეთა ნამუშევები და შედეგები წარმოდგენილი გვაქვს  ლაბორატორიული სამუშაოს სახით.

ინტერვენცია და მისი შეფასება
მოსწავლეებმა გამოამჟაღავნეს დიდი ინტერესი შეთავაზებული აქტივობის მიმართ და დიდი ხალისით განახორციელეს ლაბორატორიული სამუშაო. აღნიშნული კვლევა განხორციელდა 3 აკადემიური საათის მანძილზე.
ლაბორატორიულმა სამუშაომ მოიცვა შემდეგი ეტაპები:
1 ეტაპი:
-                     მასწავლებელმა შეაგროვა და თავი მოუყარა ყველა საჭირო ხელსაწყოს და მასალებს რაც მოსწვლეებს დასჭრდებოდა კვლევითი სამუშოს განსახრციელებლად.
-                     მასწავლებელმა კარგად დაგეგმა კვლევა და ჩატაარა წინასწარი ცდები და მოსწავლეებს გააცნო ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარების გეგმა
2 ეტაპი:
-                     მოსწავლეებმა, დიდი ინტერესით ჩაერთვნენ კვლევაში და მასწავლებელთან ერთად განსაზღვრეს კვლევის მიზანი, საჭირო ხელსაწყოები,მოქმედებათა თანმიმდევრობა, გამოსათველი სიდიდეები და გამოსათვლელი ფორმულები
-                     აგრეთვე გამოკვეთეს კველის წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე დასვნა
3 ეტაპი:
-                     ამ ეტაპზე მოსწავლეებმა უშუალოდ ჩაატარეს ცდები: აიღეს კონკრეტული ფიზიკური სიდიდეების ანათვლები, რომლებიც შეიტანს დაკვირვებათა ცხრილში და გამოთვალეს კვლევის მიზნით გათვალისწინებული ფიზიკური სიდიდეების მნიშვნელობები.
4 ეტაპი:  
-                     ამ ეტაპზე მოსწავლეება თავი მოუყარეს კვლევის პროცეში მოპოვებულ ინფორმაციას, გაანალიზეს იგი, აღწერეს წერილობით მათ მიერ განხორციელებული აქტივობები და გააკეთეს შესაბამისი დასკვნები.

კვლევის შედეგები:
ეფექტური უკუკავშირის და განხორციელებული ინტერვენციის  შედეგად C  სფერო „ბრმა ლაქა“ და   D  სფეროს შესაძლებლობები გამოჩდა და გაფართოვდა. კერძოდ,  C სფეროს გახსნას ხელი შეუწყო ასევე კვლევითი პროექტის ჯგუფურმა განხორციელებამ. მოსწავლეები აკვირდებოდნენ ერთმანეთს, ერთად გეგმავდნენ აქტივობებს, უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და გამოავლინეს შემდეგი განმავითარებელი უნარ-ჩვევები:
-                     საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, დაცვის და გატანის უნარი
-                     სხვისი მოსმენის, სხვისი აზრის გაზიარებისა და კომუნიკაციის სხვა უნარები
-                     პრობლემის გადაჭრის გუნდური მეთოდების დანერგვის უნარი
-                     გუნდის წევრების დახმარების უნარი
-                     ინდივიდუალური ხასიათისა და ქცევის მართვის უნარი
-                     პასუხისმგებლობის აღების უნარი
-                     ყურადღების კონცენტრირების უნარი
-                     მოძიებული ინფორმაციის თავმყორის და პრობლემის სრულის სურათის შექმნის და პრობლემის გადაჭრის გზების დანახვის უნარი
-                     მიღწეული წარმატებით გამოწვეული სიხარულის გუნდთან გაზიარების და საკუთარი წვლილის გამოკვეთის უნარი
ზემოჩამთვილილი განავითარებელი უნარების გამოვლენას მოსწავლეებში ხელი შეუწყო მათი D  სფეროს გაუცნობიერებელი შესაძლებლობების გახსნას, მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირით დახმარების ფონზე (განმავითარებელი შეფასების საშუალებით, რომელსაც მოყვა შემდგომში განმსაზღრელი შეფასება) რაც გამოიხატებოდა კვლევის ცალკეულ ეტაპზე მასწავლებლის მიერ მიზნობრივად დასმული შეკითხვების, გაკეთებული მითითებების და კონსულტაციების სახით. კერძოდ, საშუალო და სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებმაც არ იცოდნენ საკუთარი შესაძლებლობები, ქონდათ თუ არა კვლევის განხორციელების უნარი ფიზიკაში, რისი გამოვლენის საშუალებაც არ ეძლეოდათ  ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში.
რთული იყო შერჩეული მოსწავლეების შესაძლებლობების გახსნა, რადგან როგორც სხვა მოსწავლეებისთვის ისე მასწავლებლისთვის შეუმჩნეველი იყო მათი დაფარული შესაძლებლობები, სწორედ ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარების პროცესში  გარშემომყოფებისაგან (თანაკლასელებისა და მასწავლებლის) უკუკავშირის მიღების შედეგად გახდა შესაძლებელი შერჩეულ მოსწავლეებს (6 მოსწავლე) უკეთ შეეცნოთ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, რაც დადასტურდა კიდეც  სამუშაოს წერილობითი ფორმის განმსზაღვრელი შეფასებით (დაიწერა შესაბამისი ქულები, რაც ჩვეულებრივ სემესტრული ქულებისგან განხვავდებოდა იმით რომ იმაზე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე მანამდე იღებდნენ).

ცხრილი 1

საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მიმდინარე
ქვიზები
ლაბორატორიული
მოსწავლე 1
8
10
8
8
5
8
7
8
10
9
10
10
მოსწავლე 2
7
8
10
10
8
8
9
9
10
9
10
10
მოსწავლე 3
8
10
8
10
7
9
7
8
8
8
10
10







ცხრილი 2
სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მიმდინარე
ქვიზები
ლაბორატორიული
მოსწავლე 1
8
7
6
7
6
6
6
5
9
9
10
10
მოსწავლე 2
10
8
6
6
8
6
6
7
8
9
9
10
მოსწავლე 3
6
7
7
9
6
5
6
5
8
8
8
8









კვლევის დასკვნა და რეკომენდაციები
ამგვარად, ჩვენი კვლევის შედეგად დადასტურდა რომ  ეფექტური უკუკავშირი განმავითარებელ შეფასებას ააცილებს იმ არასაურველ რისკებს რაც საზოგადოდ თან ახლავს შეფასებას.   კერძოდ:
1.                   ლაბორატიული სამუშაოს მიმდინარეობისას თავიდან იქნა აცილებული აქცენტის გადატანა ხარისხიდან რაოდენობაზე: მოსწავლეების ინტერესი იყო რომ ეს კონკრეტული ლაბორატორიული სამუშო განხორციელეულიყო მაღალ დონეზე.
2.                   გადაჭარებეული ყურადღება ქულებისა და ნიშნებისადმი: მოსწავლეების ყურადღება კონცეტრირებული იყო სამუშაოს შინაარსზე და მისი განხორციელების გზებზე, რომლის შედეგბიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სამუშაოში მიღებული შეფასება.
3.                  მოსწავლეების შედარება ერთმანეთთან და მათში შეჯიბრებისადმი არაჯანსაღი მისწრაფების გაღვივება ინდივიდუალური პროგრესის მონიტორნგთან შედარებით: მოსწავლეები ერთმანეთს ეხე,არებოდნენ ლაბორატორიული სამუშაოს მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში, უზიარებდნენ ერანეთს საკთარ პოზიციებს და აზრებს და იღებდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.
4.                  შეცდომებზე ნადირობა და მოსწავლეთა დაბაუნარიანობაზე ყურადრების გამახვილება თავიდან იქნა აცილებული გუნდური მუშაობის ხარჯზე.
5.                  გადაჭარბებული ყურაღება მოსწავლის მიღწევებისადმი მის საჭიროებათა უგულვებელყოფის ხარჯზე, თავიდან იქნა აცილებული რადგან ყველა მოსწავლის ჩართულობის საჭიროება ლაბორატორიული სამუშაოს დაგეგმვისთანავე იქნა ძალიან კარგად გამოკვეთილი და თითოეულ მოსწავლემდე მიტანილი.
6.                  მოსწავლის შედეგების აღრიცხვის პრიორიტეტი მოსწავლის ნამუშევრის ანალიზთან შედარებით. თვითონ მოსწავლეებმა გაანალიზეს თავინთი ნამუშევრები, თვითნ გამოკვეთეს დაშვებული ხარვეზები და თვითონვე მოძებნეს მათი გამოსწორების გზები და საშუალებები.

ჩემს მიერ გაწეული კვლევითი სამუშაოს შედეგად რეკომენდაციას ვუწევ ჩემს კოლეგებს:
1.                  მივუთითოთ მოსწავლეებს რა ისწავლონ და არა რა გააკეთონ
2.                  ავუხსნათ მოსწავლეებს რა ინფორმაციის მოძიებას ვაპირებთ იმის გასარკვევად ისწავლეს თუ არა საკითხი
3.                  გამოვიყენოთ სასწავლო მიზნები და წარმატების კროტერიუმები რათა მათ საფუძველზე მივცეთ მოსწავლეებს ეფექტური უკუკავშირი
4.                  მოვერიდოთ ისეთ უკუკავშირს რომელიც დაკავშირებულია ნიშნების/ქულების და „დიახ“ ან „არა“  პასუხების აღრიცხვასთან
5.                  ჩავურთოთ უკუკავშირში მათი მიღწევების აღიარება და რჩევები გაუმჯობესების გზების შესახებ
6.                  მივცეთ მოსწავლეებს რამდენმე წამიანი პაუზა კითხვებზე პასუხების მოსაფიქრებლად
7.                  მივანიჭოთ უპირატესობა ღია დაბოლოებიან შეკითხვებს დახურული დაბოლოების კითხვებთან შედარებით
8.                  გამოვიყენოთ გამოკითხვით შეგროვილი ინფორმაცია სწავლებისა და სასაწვლო პროგრამის დასახვეწად
9.                  წავახალისოთ თანატოლთა ურთიერთშეფასება, ვუზრუნველყოთ მისი განხორციელება მეგობრულ და მხარდამჭე ატმოსფეროში
10.              წავახალისოთ მოსწავლეთა თვით შეფასება და ვუზრუნველოთ მოსწავლეები ამ უნარჩვევებისათვის საჭირო მოდელებით და შესაძლებლობებით


გამოყენებული ლიტერატურა
   
1.                  რობერტ მარზანო, დებრა ჯ. ფეიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი   ,,ეფექტური სწავლება-სკოლაში კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას,,
2.                  ალექსანდერი ფ.ა.,   ჯუდი ჯ.ი.    ,,აკადემიური მოსწრება: კონკრეტული და სტრტეგიული ცოდნის ინტერაქცია,, (საგანმანათლებლო კვლევების მიმოხილვა),  1988
3.                  ბენგერტ დოუნსი რ.ი.,  ქულიქი ქ.ქ.  ,  ქულიქი ჯ.ა. ,მორგანი მ.   კომენტარების მიცემა ტესტირების შემდეგ და მისი ზეგავლენა სწავლებაზე,,  (საგანმანათლებლო კვლევების მიმოხილვა), 1991
4.                  უილკინსონო ს.ს.,  ,,მასწავლებლის სექების ზეგავლენა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე,,  (რჩეული კვლევების მეტაანალიზი), 1981
5.                  კობახიძე თამთა, ნოზაძე გიორგი, ინასარიძე მაია, ბოჭორიშვილი მანანა  ,,შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდასასკოლო,, (მასწავლებლის წიგნი), 2016
6.                  ლობჟანიძე სოფიკო, ფირჩხაძე მაია, რატიანი მანანა, ლომიძე ნინო, წიაბრიშვილი მაია   ,,ინტერაქტიური მეტოდები პრაქტიკაში,,  (მასწავლებლის წიგნი), 2016
7.                  ნოზაძე გიორგი  ,,ეფექტური უკუკავშირი,,  21 მარტი, 2014წელი  (ინტერნეტჟურნალი mastsavlebeli.ge)
8.                  ლობჟანიძე სოფიკო  ,,უკუკავშირი,,   8 ივნისი, 2012 წელი (ინტერნეტჟურნალი mastsavlebeli.ge)
9.                  კრაიგი  ,,ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპები”